Total Pageviews

Thursday, March 24, 2011

ნანო ტექნოლოგია




ნანოტექნოლოგია — ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე.
ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაშიელექტრონიკაში და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს შეკითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.





ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ნანონაწილაკები, რომლებიც სრულიად იმეორებენ ერითროციტებისძირითად მახასიატებლებს.
ახლადგამოგონებული ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც ცნობილია PRINT (Particle Replication in Non-wetting Templates)-ის სახელით, ჯოზეფ დესიმონმა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა ისწავლეს ძალიან თხელი ჰიდროგელური ნაწილაკების დამზადება, რომლებიც იმეორებენ სისხლის წითლი უჯრედების ზომას, ფორმას და მოქნილობას.
ნაწილაკებიზე ექსპერიმენტი ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა, ანუ ზუსტად არ არის ცნობილი ჯერ კიდევ შეზლებენ თუ არა ისინი ჟანგბადის და თერაპევტული პრეპარატების ტრანსპორტირებას. ერთი ის არის ცნობილი დღეისათვის, რომ სინთეტუკური სხეულები გულსისხლძარღვოვან სისტემაში “რჩებიან” იმდენ ხანს რამდენ ხანსაც რეალური უჯრედები.
ყველაფრის მიუხედავად მკვლევარები თვლიან, რომ მათ მიაღწიას დიდ მწვერვალებს, იმითი, რომ გახადეს ნაწილაკი ასეთი ელასტიური, — სწორედ დეფორმაციაა ის მთავარი თვისება ერითროციტებისა, რაც მათ სისხლზარღვების ვიწრო ხვრელებში გაძრომის საშუალებას აძლევს. ხოლო სიცოცხლის ბოლოს უჯრედები კარგავენ ელასტიურობას და უკვე აღარ შეუძლიათ ელენთის “ფილტრის” გავლა.




ერითროციტები დაახლოებით 120 დღე ცოცხლობენ, ხოლო თაგვებში კი 92,29 საათი.http://www.youtube.com/watch?v=cyLtGj8dAJs
კოსმოსური ლიფტი – ეს წარმოუდგენლად მაღალი შენობაა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის დედამიწის ორბიტაზე გადასატანად. ეს ჯერ-ჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროა. თუმცა ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College London) მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში ეს შესაძლოა სულაც აღარ მიეკუთვნებოდეს სამეცნიერო ფანტასტიკას. მეცნიერების თქმით, ამისათვის მადლობა უნდა მოუხადოთ იმ ადამიანებს ვინც განავიტარა ნახშირბადის ნანომილების ტექნოლოგია, რომლებსაც “თეორიულად” გააჩნიათ იმხელა სიმკვრივე, რომ გაიწელონ დედამიწის ზედაპირიდან 35,4 ათას კილომეტრზე.









No comments:

Post a Comment